Image2018 წლის 18 აპრილს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული  ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა  შეხვედრა გამართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) წარმომადგენლებთან. 
შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ბრიტანელი კონსულტანტი კრის ტონი, რომელიც ქართველ ექსპერტებთან ერთად,  საქართველოში  საშემფასებლო კანონპროექტზე იმუშავებს .
ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა მოწვეულ სტუმრებს დეპარატმენტის საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს  და საშემფასებლო კანონპროექტთან დაკავშირებით, თავიანთი წინადადებები და მოსაზრებები გაუზიარეს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში უძრავი ქონების შეფასებას  ახორცილებენ ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის  შესაბამისობის სერთიფიკატი მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ სერტიფიკატების განახლება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხდება.