Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განმეორებითი აკრედიტაცია წარმატებით გაიარა. 
პირველად აკრედიტაცია ბიუროს ჳშჴ17025-ის სტანდარტის შესაბამისად 2013 წლის აგვისტოდან მიენიჭა. აკრედიტაციის პროცედურის შესაბამისად, აკრედიტაციის ვადა განისაზღვრება 5 წლის ვადით, ხოლო აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ექსპერტების მიერ ბიუროში ყოველწლიურად ხორციელდებოდა ხარისხის კონტროლის მონიტორინგი.
სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. 
ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.
ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
ბიურო აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით და  მისი საქმიანობა ხორციელდება ISO17025-ი სტანდარტის და  საექსპერტო საქმიანობის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ბიურო არის ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო  ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრი.
მიღებული აკრედიტაციები ადასტურებს, რომ ბიუროში დანერგილი ხარისხის სისტემა არის გარანტი ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევის მაღალი ხარისხის სტანდარტის. ეს განაპირობებს დამკვეთის ნდობას. სტატისტიკური მონაცემების თანახმად ბიურო ყოველი წლის განმავლობაში ემსახურება 40000-მდე მომხმარებელს.
ბიუროს საქმიანობის სფეროში შედის 500-მდე ტრადიციული და არატრადიციული დარგის ექსპერტიზის სახეობა. აქ დასაქმებულია 400-ზე მეტი კვალიფიცირებული პერსონალი. მუდმივად ხორციელდება ექსპერტების პროფესიული გადამზადება და დატრეინინგება  მსოფლიოს სხვადასხვა დარგის წამყვან საექსპერტო დაწესებულებებში.
ლაბორატორიების საქმიანობის მუდმივი მონიტორინგის მიზნით ბიურო მუდმივად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ლაბორატორიათაშორის ტესტირებებში, სადაც შედეგების მიხედვით საუკეთესო პოზიციებს იკავებს.
საექსპერტო კვლევითი ნაწილის გარდა ასევე განვითარდა და დაიხვეწა დამკვეთის მომსახურება; დარეგულირდა საექსპერტო მომსახურების ვადები, რამაც გაცილებით დროული და ეფექტური გახადა მომსახურება; ბიუროს ნებისმიერი ოფისის სერვის ცენტრში მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი, რაც გაზრდილი დაკვეთების ფონზე გაცილებით აადვილებს მომსახურებას.