სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტს სამუშაო ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოგდის ოლქის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი და დნმ ლაბორატორიის დირექტორი ფურკატ განიევი და წამების საწინააღმდეგო კოალიციის თანამშრომელი და ადვოკატი პარვინა ნავრუზოვა ესტუმრნენ.ტაჯიკმა კოლეგებმა უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი დნმ ლაბორატორია დაათვალიერეს და გენეტიკური ექსპერტიზების მიმართულებით დანერგილ სიახლეებს გაეცნენ.
ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის დნმ ლაბორატორიას საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო ტაჯიკეთის დნმ ლაბორატორია სულ 5 თვეა რაც შეიქმნა. ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ყოჩიაშვილმა ტაჯიკ კოლეგებს სწორედ მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა და ტაჯიკეთის დნმ ლაბორატორიის ფორმირების პროცესში დახმარება აღუთქვა.
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ექსპერტიზის დარგში რეგიონის მასშტაბით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, რომელიც აკრედიტებულია ISO/IEC 17025 სტანდარტის მიხედვით.