2017 წლის გაზაფხულზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ქიმიურ-ნარკოლოგიურო ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტებმა ENFSI-ს მიერ ორგანიზებულ ლაბორატორიათაშორის ტესტირებაში მიიღეს მონაწილეობა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ტესტირებაში, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო 6 ტიპის შეღებილი ქსოვილი და დასადგენი იყო ბოჭკოების ბუნება და მათ შორის შესაძლო კავშირი (ურთიერთწარმომავლობა), მსოფლიოს 20 ზე მეტი წამყვანი ლაბორატორია მონაწილეობდა.
მიღებული შედეგები გადამუშავდა ორგანიზატორების მიერ და მომზადდა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ქართველმა ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ მიღებული შედეგების მაღალი სიზუსტე, სანდოობა და ღირსეული ადგილი დაიკავა ევროპის წამყვან ლაბორატორიებს შორის.
ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველო ISO17025 -ის მიხედვით აკრედიტებული ლაბორატორიაა, რომელიც ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტესტირებებში და შედეგების მიხედვით ყოველთვის წამყვან პოზიციებს იკავებს.