მიმდინარე წლის 7-9 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში „საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებებით ექსპერტიზის წარმოების (IT Forensics)“ ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები.
ტრენინგის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იქნა გამოძიების პროცესისათვის საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ჩართულ რეჟიმში არსებული კომპიუტერების ექსპერტიზის, მობილური ტელეფონების ექსპერტიზისა და წაშლილი ფაილების აღდგენის საკითხები. წარმოდგენილი იქნა შესაბამისი პრაქტიკული მაგალითები.
აღნიშნული მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა, ბ-მა როლანდ მახმუდოვმა ტრენინგზე წარმოადგინა პრეზენტაცია.
ტრენინგს უძვებოდნენ ფინელი ექსპერტები ფინეთის ეროვნული საგამოძიებო ბიუროდან ბ-ნი იანი რაუტიონაჰო და ბ-ნი ტომი რაუტანენი.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.