Image2016 წლის 4 ივლისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს დირექტორი ვერნონ კინანი ესტუმრა. 
ბიუროს უფროსი გიორგი თვაური უცხოელ სტუმარს შეხვდა და სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამედროვედ მოწყობილი ლაბორატორიები დაათვალიერებინა. 
დელეგაცია ადგილზე გაეცნო დეპარტამენტში დანერგილ მეთოდებს და ლაბორატორიების საქმიანობას.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. 
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამის (INL) ფარგლებში აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიურო მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი სახის შეხვედრებს.