2015 წლის აგვისტოს თვეში
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო
ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი
საერთაშორისო ექსპერტს პეკა ასიკაინენს შეხვდა.
უცხოელი ექსპერტი თბილისში
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება" ფარგლებში ჩამოვიდა.
შეხვედრის დროს საუბარი
შედგა კომპიუტერული ექსპერტიზის მიმართულებით ბიუროში უკვე დანერგილ სიახლეებზე, ასევე,
ტექნოლოგიების შემდგომ განვითარებაზე.
უცხოელი ექსპერტი ადგილზე
გაეცნო ბიუროში საინფორმაციო ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს და ექსპერტიზის
ბიუროსთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმაც განიხილა.
სსიპ ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ
ბიუროში საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე ლაბორატორია ფუნქციონირებს,
რომელიც უნიკალურ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით.