Image​2015 წლის 14-16 ივლისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი ზურაბ გრიგოლაშვილი და დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსი რევაზ ლომთაძე INL-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსს დაესწრნენ.
3 დღიანი ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამის (INL) ორგანიზებით და დაფინანსებით პოლიციის აკადემიაში ჩატარდა.  ტრენინგ კურსს უძღვებოდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები მაიკლ ტერნერი და სტეისი პერსელი, რომლებმაც სასამართლო ექსპერტიზის დარგში მომუშავე ექსპერტებს შეასწავლეს ის უნარები, რომელიც მათ ექსპერტიზის პროცესში მიკრო და მაკრო ელემენტების დოკუმენტირების მიმართულებით დაეხმარებათ.
ტრენინგში მონაწილე ექსპერტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვით პროგრამასთან.
INL-საქართველოს ორგანიზებით არაერთი სასწავლო კურსი ჩატარდა, როგორც ჩვენი ბიუროს თანამშრომლებისთვის, ისე სხვა უწყებების წარმომდგენლებისთვის.