Image2015 წლის 20-25 ივნისს კანადაში, ქ. ტორონტოში  თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო ასოციაციის კონგრესი ჩატარდა. კონკრესს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტები მედიცინის დოქტორი ასოც. პროფესორი ნინო ფირცხელანი და დოქტორანტი ქეთევან ქართველიშვილი ესწრებოდნენ. მათ  ბიუროში შესრულებული სამეცნიერო კვლევის შედეგები „მემკვიდრული თრომბოფილია“ როგორც განმეორებით თვითნებური აბორტების მაღალი რისკ ფაქტორი ქართულ პოპულაციაში“ წარადგინეს. ნაშრომის თანაავტორები არიან: ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნ. ყოჩიაშვილი, ექ. ჰემატოლოგი ლ. მახალდიანი, ექ. ანგიოლოგები: ნ. ფარღალავა, მ.ბოკუჩავა.

აღნიშნული კვლევა და სადოქტორო კვლევის პროგრამა დაფინანსდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კვლევის შედეგად შესაძლებელი გახდა  მემკვიდრული თრომბოფილიის მნიშვნელოვანი როლის დადგენა ქართულ პოპულაციაში  ორსულთა პათოლოგიების განვითარებაში. ნოვატორული პროექტის შედეგად ექიმებს ეძლევათ შესაძლებლობა პაციენტთა პრესიმპტომურ დიაგნოსტიკაში, შეიმუშაონ გრძელვადიანი მკურნალობის სწორი სტრატეგია და გენეტიკური კონსულტაცია გაუწიონ პაციენტებს.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტები რეგულარულად  მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, რაც ხელს უწყობს მათი  ცოდნისა და პროფესიული დონის ამაღლებას.