Image​2015 წლის 19 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა აშშ-ს ჯორჯიის შტატის საექსპერტო და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) პროგრამის წარმომადგენლებს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში უმასპინძლა.

ბიუროს უფროსმა საპატიო სტუმრებს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის შენობა და თანამედროვედ მოწყობილ ლაბორატორიები დაათვალიერებინა. ისინი ადგილზე გაეცნენ დეპარტამენტში დანერგილ მეთოდებს და ლაბორატორიების საქმიანობას.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო რეგიონის მასშტაბით ლიდერი  საექსპერტო დაწესებულებაა. აქ ყოველდღიურად 400-ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა იწარმოება.

ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO17025-ის მიხედვით.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი სახის შეხვედრებს.