2015 წლის აპრილი-მაისის თვეში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი
ნინო ყოჩიაშვილი, დანიაში, CODIS (დნმ-მონაცემთა ბაზის) კონფერენციასა და ENFSI დნმ-ს სამუშაო
ჯგუფის შეხვედრაზე იყო მიწვეული. ENFSI - სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული
ქსელი, მონიტორინგს უწევს მასში გაერთიანებული სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულების
სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ლაბორატორიებს.
ამჯერად, აღნიშნულ
შეხვედრას კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასამართლო გენეტიკის განყოფილებამ უმასპინძლა.
ვინაიდან, დნმ-ს
ანალიზის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა და გაიდლაინების დანერგვა ევროპის მასშტაბით,
ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, შესაბამისად, შეხვედრის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა
ახალი რეკომენდაციების შექმნა, ხარისხის გაუმჯობესება,
შრომისა და დროის დაზოგვის მიზნით ახალი პროტოკოლების შემუშავება, ნივთმტკიცებისა თუ
საკვლევი ნიმუშის უცხო დნმ-ით დაბინძურების პრევენცია, ახალია მიმართულებები, სასამართლოზე
კომპეტენტური და მაღალკვაიფიციური ჩვენების მისაცემად.
სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიურო საერთაშორისო კონფერენციებსა და პროფესიულ შეხვედრებში ყოველწლიურად
მონაწილეობს, სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ფეხს უწყობს ევროპელი
კოლეგების სამეცნიერო მიღწევებს.
შარშან, აპრილში,
ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უმასპინძლა CODIS (დნმ-მონაცემთა ბაზის) კონფერენციასა
და ENFSI დნმ-ს
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომელსაც 32 ქვეყნის 120 ევროპელი კოლეგა დაესწრო.