2015 წლის 8 - 22 თებერვალს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური, ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ვიზიტს ორგანიზება და დაფინანსება გაუწია აშშ. საელჩოს ანტინარკოტიკულმა და სამართალდაცვითმა პროგრამამ (INL), რომლის ფარგლებშიც დელეგაციის წევრები მოინახულებენ FBI -ის და GBI -ის ლაბორატორიებს და გამართავენ შეხვედრებს ზემოთ აღნიშნული ბიუროების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში ბიუროს წარმომადგენლები ასევე დაესწრებიან ქალაქ ორლანდოში ამერიკის სასამრთლო ექსპერტიზის ასოციაციის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას.