Image
​2015 წლის 18 იანვარს საქართველოს სოლიდარობის ფონდმა ექსპერტიზის ბიუროს „სოლიდარობის ჯილდო“ გადასცა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სიპებს შორის მეორე ადგილი დაიკავა ფონდში შეტანილი ყოველთვიური წვლილისთვის. სოლიდარობის ფონდის შექმნის პირველივე დღიდან ექსპერტიზის ბიუროს 270-მდე თანამშრომელი აქტიურად არის ჩართული და ფონდის ანგარიშზე 2200 ლარის ოდენობის დონაციას ეწევა.

პრეზენტაციის ფარგლებში ფონდის ხელმძღვანელობამ "სოლიდარობის ფონდის" საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ფონდს ამ ხნის განმავლობაში 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელი შემოუერთდა.  გააფორმდა თანამშრომლობითი მემორანდუმები 14 კერძო კომპანიასთან. არსებული დახმარებით, საერთო ჯამში 1,701,000 ლარის მობილიზება მოხდა და 1,198,000 ლარით დამტკიცდა 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯები. ფონდის დაფინანსებით 18 ბავშვი უკვე გაემგზავრა ან გეგმავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას, მათ შორის განსაკუთრებით ძვირადღირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად.

აღნიშნულ  ღონისძიებაზე "სოლიდარობის ფონდმა" ჯილდო 40 ორგანიზაციასგადასცა. "საქართველოს სოლიდარობის ფონდი" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გასული წლის ივნისის თვეში დაფუძნდა.