2015 წლის იანვრის თვეში სსიპ ლევან
სამხარაულის
სახელობის
სასამართლო
ექსპერტიზის
ეროვნული
ბიუროს
ნავთობ-პროდუქტების
ექსპერტიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება, რასაც ადასტურებს ნიდერლანდების
ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტის (IIS)
მიერ გაცემული წარჩინების
სერტიფიკატი, რომელიც ბიურომ რამდენიმე დღის
წინ მიიღო.
ნიდერლანდების
ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტი (IIS)
წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიათაშორის
კვლევებს (საკვალიფიკაციო ტესტები, ჯვარედინი შემოწმება, ერთობლივი კონტროლი) 100-ზე
მეტი მონაწილე ქვეყნის ანალიტიკური ლაბორატორიებისათვის.
ინსტიტუტის (IIS) მიერ მოწოდებულ
იქნა დიზელის საწვავის უცნობი ნიმუში, რომელშიც განისაზღვრა 23 ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებელი.
ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორისი კვლევითი
ინსტიტუტის მიერ მიღებული მნიშვნელობების სტატისტიკური დამუშავების შედეგად,
ბიუროს ნავთობპროდუქტების
ექსპერტიზის ლაბორატორიამ მიიღო უმაღლესი შეფასება
და წარჩინების სერტიფიკატი, რაც ადასტურებს ბიუროში დანერგილი უახლესი
კვლევითი მეთოდების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და ექსპერტთა
მაღალ
კვალიფიკაციას.
სსიპ ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო
ლაბორატორიათშორის შედარებებსა და ტესტირებაში, ბიუროში მიღებული შედეგების გადამოწმება
ევროპის წამყვან ლაბორატორიებში ხდება. ტესტირების
შეფასების მიხედვით ექსპერტიზის ბიურო წამყვან ადგილს ინარჩუნებს.