Image2014 წლის 16-25  სექტემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან.

მე-6 საერთაშორისო კონფერენცია კიბერ დანაშაულის თემაზე ნიუ ჰევენის უნივერსიტეტისა და ევროპის ალიანსი ინოვაციებისთვის (EAI) მიერ არის ორგანიზებული.

კონფერენციის თემა ციფრული ექსპერტიზა და კიბერ დანაშაულია. მასში მსოფლიოს წამყვანი საექსპერტო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტები და მკვლევარები მონაწილეობენ.

მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, ციფრული ექსპერტიზისა და კიბერ დანაშაულის გამოძიების სფერო ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ეს არის მულტიდისციპლინარული მიმართულება, რომელიც მოიცავს კომპიუტერულ მეცნიერებას, სამართლის, ფინანსურ, სატელეკომუნიკაციო, მონაცემების ანალიზის საკითხებს და ა.შ.

აღნიშნული ვიზიტი ბიუროს ექსპერტთათვის მნიშვნელოვანია კიბერ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ უახლესი ინფორმაციის მისაღებად.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად მონაწილეობს მსგავში სახის კონფერენციებში და  მიღებულ გამოცდილებას თავის ყოველდღიურ საქმიანობაში ნერგავს.