Image2014 წლის აგვისტოს თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ბ-ნ პატვაკან ვოსკანიანის ხელმძღვანელობით სომხეთის საექსპერტო დაწესებულების დელეგაცია ესტუმრა.

აღნიშნული ვიზიტი საქართველოში ერევანში ამერიკის საელჩოს (INL) მხარდაჭერით და დაფინანსებით განხორციელდა.

დელეგაციას, ბიუროს უფროსმა, ბატონმა გიორგი თვაურმა უმასპინძლა. მხარეებს შორის განხილულ იქნა ორი ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებას შორის სამომავლო თანამშრომლობა და კონკრეტული სამოქმედო გეგმები.

სტუმრებმა ბიუროს თანამედროვედ მოწყობილი ლაბორატორიები დაათვალიერეს. ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და სომხეთის საექსპერტო დაწესებულებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლებს ტრენინგ კურსი ჩაუტარდათ. პარალელურად ბიუროში მოეწყო ხარისხის მართვის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის მიმართულებით დანერგილი უახლესი მეთოდების პრეზენტაცია.