2014 წლის 25 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროსთან არსებული უცხოეთის უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭოს წევრები ესტუმრნენ.ქართველ და უცხოელ სტუმრებს ექსპერტიზის ბიუროს დეპარტამენტის უფროსები შეხვდნენ.
ვიზიტის მიზანი უცხოელი და ქართველი სტუმრების ინფორმირება იყო. საბჭოს წევრებმა პირადად მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია დეპარტამენტის უფროსებისგან, თუ რა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს ყოველდღიურად კვლევა ექსპერტიზის ბიუროში.
ბიუროს წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერებინეს, ისინი ადგილზე გაეცნენ ბიუროს მუშაობის პრინციპებს.
აღნიშნული შეხვედრა ამერიკის საკონსულოს ინიციატივით მოეწყო.
რეგიონის მასშტაბით ბიურო ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, ბიუროში 400-ზე მეტი დასახელების ექსპერტიზა იწარმოება. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბიურომ აკრედიტაცია ISO/IEC 17025-ის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით 2013 წელს გაიარა.
ექსპერტიზის ბიუროში დანერგილია ხარისხის სისტემა საექსპერტო-კვლევითი საქმიანობის ჯეროვანი შესრულებისთვის. ISO/IEC 17025-ის მიღებული აკრედიტაცია ადასტურებს ექსპერტიზის შედეგების სიზუსტეს და ვალიდურობას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მუშაობის პრინციპი, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებზეა დამყარებული.