Imageს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის   ეროვნული ბიუროს მიერსაბანკო მომსახურების მიღებაზე კონკურსის ჩატარების შესახებ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

       ს.ს.ი.პ ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს საბანკო მომსახურების მიღების მიზნით.

  1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1.1. გლობალური სარეიტინგო სააგენტოების Standard & Poors (S&P), Fitch Ratings  ან  Moody`s სისტემისმიხედვით ბანკს მინიჭებული უნდა ქონდეს არანაკლებ B კატეგორია;

1.2 არ უნდა ხორციელდებოდეს ბანკის ლიკვიდაცია და არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმე;

1.3. ბანკის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა.

2. კონკურსში მონაწილე კომერციულმა ბანკმა, საკონკურსო წინადადებასთან ერთად, უნდა   წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

2.1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;

2.2. ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომ არ ხორციელდება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;

2.3. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ კომერციულ ბანკზე არ არის   საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა;

2.4.  ინფორმაცია  საქართველოს მასშტაბით ქალაქებში განთავსებული სერვისცენტრების  და/ან ბანკომატების შესახებ  მათი მისამართების მითითებით;

2.5. გლობალური სარეიტინგო სააგენტოების Standard & Poors (S&P), Fitch Ratings  ან  Moody`s სისტემისმიხედვით ბანკისათვის მინიჭებული შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: ,,2.2.“ და ,,2.3.“ პუნქტებით გათვალისწინებული ცნობები გაცემული უნდა იქნეს წინამდებარე  განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

3. გამარჯვების შემთხვევაში, კომერციული ბანკი  ვალდებულია  უზრუნველყოს:

3.1. ბიუროს ელექტრონული გადარიცხვების მოდულის ინტეგრირება კომერციული ბანკის ინტერნეტ-ბანკინგის სისტემაში (მათ შორის სახელფასო მოდულის ინტეგრირება საბუღალტრო პროგრამა „ორისთან“ ან „ორისი“-დან ექსპორტირებულ ფაილთან);

3.2. ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებების საფასურის გადახდის სისტემის აწყობა (ბილინგი);

3.3. ბიუროს ადმინისტრაციულ შენობაში ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ #84-ში, 10,93 კვადრატული მეტრზე, განათავსოს ბანკის სერვის-ცენტრი/განყოფილება; ტრანზაქციების ყოველდღიური რაოდენობიდან გამომდინარე  სერვისცენტრში სავალდებულოა ორი ოპერატორის განთავსება.

3.4 სერვისცენტრის სარგებლობისათვის ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენს - 200 ლარს.

3.5 ბიუროს ადმინისტრაციულ შენობებში განათავსოს ბანკომატები (ბიუროს ადმინისტრაციული შენობა (ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ №84), კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრი  (ქ.თბილისი, დ. აღამშენებლის ხეივანი მე-10 კმ).  სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი (ქ.თბილისი, დ. აღამშენებლის ხეივანი მე-10 კმ). აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი (ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ # 102)

3.6. კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი სერვისცენტრი შემდეგ ქალაქებში: თბილისი,  რუსთავი,  ქუთაისი,  გორი,  ბათუმი, გურჯაანი.

3.7 პრეტენდენტი ბანკის მიერ შემოთავაზებული საოპერაციო მოსმახურების ტარიფები (გადარიცხვები ბანკის შიგნით, ბანკის გარეთ - ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო გადარიცხვები)  უნდა შეადგენდეს  0 -ს .

        კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს საკონკურსო კომისიის მიერ დამტკიცებულ შევსებულ საკონკურსო დოკუმენტაციას.

  დაინეტერესებულ  პირებს  საკონკურსო  დოკუმენტაცია გადაეცემათ  განცხადების გამოქვეყნებიდან 2014 წლის 16 აპრილის ჩათვლით 18 საათსა და 30 წუთამდე შემდეგ მისამართზე ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ # 84, თამთა ხაჭაპურიძე, ტელ: 577 344 393, 032 2 25 84 84 (1139); ნატა მეტრეველი ტელ: 577 344 325, 032 2 25 84 84 (1130).

      საკონკურსო პირობები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით და შესაბამისი პრიორიტეტულობის კოეფიციენტებით:

#

შეფასების კრიტერიუმი

პრიორიტეტულობისკოეფიციენტი

1

მიმდინარე  სალარე და სავალუტო ანგარიშებზე დარიცხული სარგებელი 

60%

2

სახელფასო პროგრამის ტარიფები         

40 %

  

სულ: 100 %

შენიშვნა: ინფორმაცია ბიუროს საშტატო რიცხოვნობის,  წლიური სახელფასო ფონდის, ტრანზაქციების რაოდენობის და უკანასკნელი ერთი წლის (2013 წელი) განმავლობაში მოზიდული  შემოსავლების შესახებ მოცემული იქნება საკონკურსო დოკუმენტაციაში;

კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება და თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ქართულ ენაზე, ერთი დალუქული კონვერტით 201 წლის 23 აპრილის 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისიი. ჭავჭავაძის გამზ. 84

საკონკურსო წინადადებები გაიხსნება 2014 წლის 24 აპრილს, 12:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ #84.

საკონკურსო წინადადების გახსნის შემდგომ გაიმართება ზეპირი ვაჭრობა, რომლის ჩატარების წესიც დადგენილია საკონკურსო დოკუმენტაციით.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკონკურსო აპარატში შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ # 84; საკონტაქტო პირები: თამთა ხაჭაპურიძე, ტელ: 577 344 393, 832 2 25 84 84 (1139);  ნატა მეტრეველი ტელ: 577 344 325, 032 2 25 84 84 (1130).