Image2014 წლის აპრილის თვიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტუდენტები პრაქტიკულ კურსს გაივლიან.

ექსპერტიზის ბიუროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მაგისტრანტებს შესაძლებლობა აქვთ იურიდიული კლინიკა ბიუროში გაიარონ.

კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტში სპეციალურად სტუდენტებისთვის პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდება. პრაქტიკული კურსი ბიუროში ერთი სემესტრის განმავლობაში გაგრძელდება.

ბიუროს ლაბორატორიები აღჭურვილია უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ბიუროში მომუშავე მაღალკვალიფიციური ექსპერტები ყოველდღიურად სხვადასხვა სახის საექსპერტო კვლევებს სტანდარტის დაცვით ახორციელებენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ბიუროში მიღებული ცოდნა საექსპერტო საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარებათ.

პრაქტიკული კურსი განისაზღვრება ერთი აკადემიური სემესტრით. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტების შეფასება სპეციალური კრედიტის მინიჭებით მოხდება.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობას სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთანაც გეგმავს.