Image2014 წლის მარტში, პერიოდულ სამედიცინო ჟურნალში „Georgian Medical News“,  გამოქვეყნდა ორი სამეცნიერო სტატია: „ქართულ პოპულაციაში მემკვიდრული თრომბოფილიის გავლენა, განმეორებითი ვენური თრომბოემბოლიზმის განვითარების რისკზე“ და „მემკვიდრული თრომბოფილია და პროქსიმალური და დიტალური ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკი ქართულ პოპულაციაში“,   ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის ნინო ყოჩიაშვილის და ექსპერტების, ნინო ფირცხელანის, ამავდროულად, გრანტის ხელმძღვანელის და ქეთევან ქართველიშვილის თანაავტორობით.

ორივე სტატიაში ასახულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, ბიუროში შესრულებული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური კვლევის შედეგები.

სამეცნიერო გრანტი - „მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მათი როლი ქართულ პოპულაციაში თრომბოზისა და ორსულთა პათოლოგიების განვითარებაში“, რომლის ფარგლებშიც  2012-2014 წლებში გამოკვლეულ იქნა 240 საკვლევი პირი, შესრულდა  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში, სამედიცინო გენეტიკის ლაბორატორიის ბაზაზე.

მიღებული შედეგების თანახმად დადასტურდა, რომ მემკვიდრული თრომბოფილია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ პოპულაციაში თრომბოზისა და ორსულთა პათოლოგიების განვითარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტთა ადრეული დიაგნოსტიკის, დაავადების განვითარების პრევენციისა და ადეკვატური მკურნალობის თვალსაზრისით.

სამეცნიერო სტატიების ხილვა შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით, საერთაშორისო სამედიცინო პუბლიკაციების ინტერნეტ ბაზაში - PubMed.

http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24632657