Image2014 წლის 6 თებერვალს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მემორანდუმის თანახმად  უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთი სასწავლო წლის, ერთი აკადემიური სემესტრის ფარგლებში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიარონ სასწავლო პრაქტიკა, გაეცნონ საექსპერტო საქმიანობას და განივითარონ საექსპერტო საქმიანობისთვის აუცილებელი უნარჩვევები. ის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ კლინიკას, უნივერსიტეტი მათ მიანიჭებს აკადემიურ კრედიტს.  

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ერთის მხრივ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა, გიორგი თვაურმა და მეორეს მხრივ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ.

დაარსების დღიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს მომავალ თაობებს მაღალი ხარისხის განათლების მიღებაში, დაეხმაროს სტუდენტებს თეორიულად მიღებული ცოდნის პრაკტიკული კუთხით გაღრმავებაში, პროფესიულად დაოსტატებაში.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მსგავსად ბიურო აქტიურად თანამშრომლობს საქართველში აკრედიტირებულ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან და კოლეჯებთან.