სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ტრასოლოგიური და ბალისტიკური ლაბორატორიისთვის ბიურომ ახალი, მსოფლიოში წამყვანი ფირმა „Leica"-ს „M320" მოდელი მიკროსკოპი შეიძინა.მიკროსკოპი გამოიყენება ტრასოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზის კვლევის პროცესში, გამოსაკვლევი ობიექტების (ნივთმტკიცებების) დათვალიერებისათვის. მიკროსკოპი დგას შტატივზე, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა გრადუსით დახრისა და მანევრირების საშუალება. მას სხვა სახის მიკროსკოპებისგან განსხვავებით შესაძლებლობა აქვს განახორციელოს დიდი მოცულობის (ზომის) გამოსაკვლევი ობიექტების კვლევა.
„Leica M320" ინტეგრირებულია კომპიუტერთან და ახდენს გამოსაკვლევი ობიექტის როგორც ფოტო ასევე ვიდეო გადაღებას, ასევე გააჩნია მეხსიერების ბარათი, რომლზეც საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის შენახვა.
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუდმივად ხორციელდება ლაბორატორიების უახლესი ტექნიკით აღჭურვა, ასევე დიდი ყურადღება ეთმობა თანამშრომლების გადამზადებას, რათა მომხმარებელმა როგორც მაღალკვალიფიციური, ასევე ხარისხიანი მომსახურებით ისარგებლოს.