Imageლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას"  მე-11 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ.

მოსწავლეების დიდ ინტერესს დნმ ლაბორატორია და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ლაბორატორია წარმოადგენდა. ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ქალბატონმა ნინო ყოჩიაშვილმა მოსწავლეებს ლექცია-სემინარი წაუკითხა დეპარტამენტის საქმიანობისა და ბიოლოგიური ექსპერტიზის შესახებ.

ლექცია ინტერაქციული ხასიათს ატარებდა, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი პასუხი მიეღოთ მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე.

შავნაბადას გიმნაზიის მოსწავლეებმა აგრეთვე დაათვალიერეს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ლაბორატორიები, სადაც ექსპერტებმა თვალსაჩინოებისთვის, მოსწავლეების წინაშე რამდენიმე ექსპერტიზა ჩაატარეს. მოსწავლეები უშუალოდ ჩაერთვნენ ექსპერტიზის პროცესში. ექსპერტებმა მოსწავლეებს აჩვენეს თითის ანაბეჭდების დადგენის მეთოდები, ასევე ყალბი დოკუმენტაციის გამოვლინების მექანიზმები.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უნიკალურია რეგიონის მასშტაბით ლაბორატორიების ულტრათანამედროვე აღჭურვილობისა და ექსპერტიზის სახეობის მრავალფეროვნების კუთხით, ამიტომ ბიუროს მიმართ ინტერესი დიდია. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხშირად სტუმრობენ სტუდენტები, მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ყოველთვის მზად არის უმასპინძლოს მოზარდებს და გაუღვივოს ინტერესი საექსპერტო-სამეცნიერო საქმიანობის მიმართ.