სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი იტალიაში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საერთაშორისო გამოფენა-კონფერენციაზე (CISCO-LIVE) დასასწრებად გაემგზავრნენ.CISCO კვირეული საუკეთესო საშუალებაა ახალი ტექნიკური შესაძლებლობებისა და პოტენციალის აღმოსაჩენად. ეს უნიკალური საშუალებაა გაიარო მაღალკვალიფიციური ტრენინგი ტექნოლოგიების დარგში, გაეცნო საინფორმაციო ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს და დაამყარო კავშირი მიმწოდებლებთან, პარტნიორებთან და დონორებთან.
კონფერენცია 28 იანვრიდან 31 იანვრამდე იმართება იტალიაში, ქალაქ მილანში.
CISCO-ს ერთკვირიანი ტრენინგი მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:
- ტექნიკური განათლებას;
- ტექნიკურ შეფასებას;
- ქსელური კავშირებს;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების როლს ბიზნესის განვითარებაში.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში საინფორმაციო ტექნოლოგიების ულტრათანამედროვე ლაბორატორია ფუნქციონირებს, რომელიც უნიკალურ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით. ბიუროსთვის მეტად მნიშვნელოვანია ექსპერტიზის ყველა დარგში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება.