ბიურომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაღუპული 17 მეომრის ნეშთის იდენტიფიცირება მოახდინა

Image


სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული კიდევ 17 მეომრის ნეშთის იდენტიფიცირება განხორციელდა, რომელთა დაკრძალვის ცერემონიალი 15 სექტემბერს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე გაიმართება. 

ტრენინგი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში

Image

მიმდინარე წლის 7-9 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში „საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებებით ექსპერტიზის წარმოების (IT Forensics)“ ტრენინგი გაიმართა. 

 

ექსპერტიზის ბიუროს აშშ-ს საგამოძიებო ბიუროს უფროსი ესტუმრა

Image

2016 წლის 4 ივლისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს დირექტორი ვერნონ კინანი ესტუმრა. 

ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიის წარმატება

Image

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო სამკურნალო საშუალებების ხარისხისა და ჯანდაცვის ევროპული დირექტორიატის (European Directorate for The Quality of Medicines & HealthCare (EDQM), STRASBOURG)  მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო