ბიუროს წარმომადგენლები აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან

Image

​​2015 წლის 8 - 22 თებერვალს  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური, ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 

ბიუროს წარმომადგენლები დუბაის სამედიცინო კონგრესზე

Image

​​2015 წლის 19-21 იანვარს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქ. დუბაიში სასამართლო მედიცინის საერთაშორისო აკადემიის 23-ე კონგრესი გაიმართა.

სოლიდარობის ფონდმა ბიურო დააჯილდოვა

Image

​2015 წლის 18 იანვარს საქართველოს სოლიდარობის ფონდმა ექსპერტიზის ბიუროს „სოლიდარობის ჯილდო“ გადასცა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სიპებს შორის მეორე ადგილი დაიკავა ფონდში შეტანილი ყოველთვიური წვლილისთვის. სოლიდარობის ფონდის შექმნის პირველივე დღიდან ექსპერტიზის ბიუროს 270-მდე თანამშრომელი აქტიურად არის ჩართული და ფონდის ანგარიშზე 2200 ლარის ოდენობის დონაციას ეწევა.

ბიუროს ნავთობპროდუქტების ლაბორატორიის წარმატება

Image

​2015 წლის იანვრის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნავთობ-პროდუქტების ექსპერტიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება, რასაც ადასტურებს ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტის (IIS) მიერ გაცემული წარჩინებისსერტიფიკატი, რომელიც ბიურომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო