Image2015 წლის 19-21 იანვარს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქ. დუბაიში სასამართლო მედიცინის საერთაშორისო აკადემიის 23-ე კონგრესი გაიმართა. კონგრესს ესწრებოდნენ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური, ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კარგარეთელი, ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო კიკაბიძე, ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი ნანა კიკალიშვილი და დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსი რევაზ ლომთაძე.

დელეგაციის წევრები 3 დღის განმავლობაში ეცნობოდნენ სასამართლო მედიცინის თემებზე გამართულ ლექცია-პრეზენტაციებს, წამყვანი სპეციალისტების ნაშრომებს, კონკრეტული შემთხვევების განხილვას, სხვადასხვა ქვეყნებში დანერგილ თანამედროვე მეთოდებს, სასამართლო მედიცინაში კომპიუტერული კვლევის შესაძლებლობებს. ასევე გაეცნენ კონფერენციის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილ თანამედროვე ტექნიკურ მოწყობილობებსა და საშუალებებს, მათი გამოყენების შესაძლებლობებს. 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მსგავსი სახის შეხვედრებში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.