ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა

Image

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელმა ანნ მონტავონმა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

აფხაზეთის და სამაჩაბლოს შეიარაღებულ კონფლიქტში დაღუპული კიდევ 11 პირის ნეშტი გადაეცათ ოჯახებს

Image

2026 წლის 18 მაისს, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში, შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპული  11 მეომრის იდენტიფიცირებული ნეშტი გადაეცათ ოჯახებს.  შეხვედრას ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე,  საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია ესწრებოდა.  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიკაციის პროცესი, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით 2014 წლიდან ხორციელდება, წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს.

ბიუროს ექსპერტების სამეცნიერო სტატია საერთაშორისო გამოცემაში

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტების სამეცნიერო კვლევის შედეგები, პუბლიკაციის სახით — „მემკვიდრული თრომბოფილია ქართველ ქალებში თრომბოზის პირადი და/ან ოჯახური ისტორიის არსებობით ან მის გარეშე და აუხსნელი განმეორებითი ორსულობის დანაკარგებით”, გამოქვეყნდა თრომბოზისა და ჰემოსტაზის სფეროში მაღალრეიტინგულ, ავტორიტეტულ საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში „Thrombosis Research“.

კახეთში ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი მომხმარებლებს დამატებით სერვისებს შესთავაზებს

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ ბიუროს კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. დღემდე, თბილისის გარდა, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომხმარებლებს სრულყოფილ საექსპერტო მომსახურებას უწევდა ქუთაისში - დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტისა და ბათუმში - აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მეშვეობით. მომხმარებელთა ინტერესებისა და რეგიონებში საექსპერტო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიმდინარე წლის ზაფხულიდან კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილება გარდაიქმნება კახეთის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტად. შედეგად, აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს სამედიცინო ექსპერტიზასთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მომსახურება ნარკოლოგიური, ფსიქიატრიული, საინჟინრო, სასაქონლო, ფინანსური და სხვა საექსპერტო მიმართულებებით.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო