საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვაწლმოსილ ექსპერტს რევაზ კაპნაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა

Image

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს, რევაზ კაპანაძეს, რომელიც 76 წელია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს, 100 წლის იუბილე მიულოცა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაური რევაზ კაპანაძეს სამსახურში ესტუმრა, მას ჯანმრთელობა უსურვა და საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის ვიზიტი სომხეთში

Image

ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ყოჩიაშვილმა სომხეთში, ქალაქ ერევანში, საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციაში, თემაზე „Forensic DNA Database Development Programs", მიიღო მონაწილეობა, რომელიც სასამართლო დნმ-ის მონაცემთა ბაზის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფორმირებას მიეძღვნა. 

ბიურომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული კიდევ 12 მეომრის ნეშტი გადასცა ოჯახებს

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული კიდევ 12 მეომერის ნეშტი გადაეცა ოჯახის წევრებს. ოჯახებთან შეხვედრას ესწრებოდა ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე, რომელმაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელთან ანიეს ქოთუსთან და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული მეომრების ოჯახებს და მადლობა გადაუხადა სამშობლოსთვის გაწეული თავდადებისთვის.

ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ აკრედიტაციის სფეროები გააფართოვა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების და ხარისხის კონტროლის, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის და ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2024 წლის დასაწყისში აკრედიტაცია მიენიჭა: ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის, ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს საგამოცდო ლაბორატრიას აატ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო