ბიუროში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

Image

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და ბიუროს თანამშრომელთა შვილებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში პატარები გაეცნენ ბიუროს საქმიანობას, მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ ექსპერტიზებში და სპეციალურად მათთვის მომზადებულ გასართობ აქტივობებში.

შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამრომლები.

მორიგი წარმატება საერთაშორისო ტესტირებაში

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო-ს ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო ამერიკული კომპანიის Collaborative Testing Services (CTS)-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო ლაბორატორიათშორის ტესტირებაში.

ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა

Image

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელმა ანნ მონტავონმა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო