ბიუროს მონაწილეობა დასაქმების ფორუმში

Image

2025 წლის 19 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დასაქმების კვირეული -2025“ გაიხსნა, რომელშიც სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. კვირეულის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა,  გაცნობოდნენ და დეტალური ინფორმაცია მიეღოთ  საჯარო და კერძო ორგანიზაციების სტაჟირების პროგრამის და დასაქმების თაობაზე.

ბიურომ ნავთობპროდუქტების ლაბორატორიისთვის ახალი ხელსაწყო შეიძინა

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ,  ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოსთვის  ავტომატური დისტილატორი  “DIANA 300”  ( საწვავის ავტომატური გამოსახდელი აპარატი) შეიძინა. ,,DIANA 300" მაღალი სიზუსტის ლაბორატორიული ინსტრუმენტების მწარმოებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი  ავსტრიული კომპანიის „Anton Paar GmbH“  მიერ შექმნილი ხელსაწყოა, რომელიც  საერთაშორისო

ბიუროს პირველი გიმნაზიის მოსწავლეები ესტუმრნენ

Image

2025 წლის 1 მაისს, სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თბილისის პირველი გიმნაზიის მეათე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას, მომსახურების მრავალფეროვან სფეროებს და ექსპერტიზის დანიშვნისა და დასკვნების გაცემის წესს. მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური

სტუდენტების ვიზიტი ბიუროში

Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა“- წევრები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა დაათვალიერეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიები.  ადგილზე, დეტალურად  გაეცნენ ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას, საექსპერტო კვლევების თანამედროვე, ინოვაციურ მეთოდებს და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით,  ექსპერტების მხრიდან  ამომწურავი პასუხები მიიღეს.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო