ექსპერტიზის ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

Image

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ბიუროს განცხადება

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ 7, 8 და 10 მაისს, ბიურო მთელი საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეებს მოემსახურება ჩვეულ რეჟიმში დილის 9:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვაწლმოსილ ექსპერტს რევაზ კაპნაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა

Image

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს, რევაზ კაპანაძეს, რომელიც 76 წელია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს, 100 წლის იუბილე მიულოცა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაური რევაზ კაპანაძეს სამსახურში ესტუმრა, მას ჯანმრთელობა უსურვა და საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის ვიზიტი სომხეთში

Image

ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ყოჩიაშვილმა სომხეთში, ქალაქ ერევანში, საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციაში, თემაზე „Forensic DNA Database Development Programs", მიიღო მონაწილეობა, რომელიც სასამართლო დნმ-ის მონაცემთა ბაზის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფორმირებას მიეძღვნა. 

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო