ბიურო აცხადებს მიღებას ანაზღაურებად სტაჟირებაზე

Image

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 26 ვაკანსია ცხადდება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელ კურსზე,ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შეხვედრა ქალბატონ ჯო ბარტონთან

Image

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ახალ ხელმძღვანელს ქალბატონ ჯო ბარტონს შეხვდა. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მრავალწლიანი და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ. თანამშრომლობის ფარგლებში, წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი და ერთობლივი ინიციატივა განხორციელდა, რომლებიც პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხების გადაჭრას ემსახურება.

გიორგი მურვანიძემ, ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) თანაორგანიზებით გაიმართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

Image

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი გურამ დუმბაძე ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის №2006 განკარგულების საფუძველზე ბიუროს მიერ შემუშავებული სამშენებლო მასალების, მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის, მანქანა-მოწყობილობებისა და საავტომობილო გადაზიდვების სარეკომენდაციო ფასების განსაზღვრის მეთოდოლოგია და განახლებული მიდგომები წარუდგინა.

ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული დეპარტამენტის ექსპერტებმა ფინეთის ქალაქ ჰელსინკში სასამართლო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო ასოციაციის (IAFMHS) მიერ ორგანიზებულ სასამართლო მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. IAFMHS სასამართლო ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო პროფესიული ასოციაციაა, რომელიც აერთიანებს სასამართლო ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს და დარგის სხვა სპეციალისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა სასამართლო ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები, ექსპერტული შეფასების მეთოდოლოგია, კლინიკური პრაქტიკის განვითარება, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასამართლო-ექსპერტული შეფასების ხარისხის გაუმჯობესებას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, პროცესუნარიანობისა და ფსიქიკური ნაკლის შეფასების თანამედროვე მიდგომებს, სასამართლო ფსიქიატრიულ და ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაში არსებულ გამოწვევებს, ასევე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიური შეფასების საკითხებს.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო