Image

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, გაცნობითი ხასიათის ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ადილ აბილოვი ესტუმრნენ.

შეხვედრაზე, ბიუროს უფროსმა, მამუკა ჯანგულაშვილმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბიუროს სტრუქტურული მოწყობისა და საექსპერტო საქმიანობის შესახებ. ასევე, გააცნო ის სიახლეები და პროექტები, რომელსაც ექსპერტიზის ბიურო მიმდინარე წელს ახორციელებს.

დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე. აღნიშნულის ფარგლებში იგეგმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასამართლო ექსპერტიზის ცენტრთან მემორანდუმის გაფორმება.