Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე, ბიუროს წარმომადგენლებთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამართალდამცავი და საექსპერტო უწყებების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სინგაპურში, ინტერპოლის გლობალური ინოვაციების კომპლექსში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ინტერპოლის ინოვაციების ცენტრის შესაძლებლობების გაცნობა და ციფრული უსაფრთხოებისა და საექსპერტო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ინტერპოლის ინოვაციების ცენტრის საქმიანობის ოთხი ძირითადი მიმართულება: კვლევები და პუბლიკაციები, ექსპერტთა ქსელები და გამოცდილების გაზიარება, შესაძლებლობების ამაღლების ხელშეწყობა და ტექნიკური დახმარება ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ინტერპოლის თანამედროვე მიდგომების გაზიარება ხელს შეუწყობს ბიუროს საექსპერტო მიმართულებების განვითარებას.