
სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ციურიხში, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ბიუროს წარმომადგენლები გაეცნენ ციურიხის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის ახალი შენობის ინფრასტრუქტურას, ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულებების თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს. ასევე, ადგილზე დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საექსპერტო ლაბორატორიები და გაეცნენ ინსტიტუტის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს.
სასწავლო ვიზიტს უმასპინძლა ციურიხის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ტომას ოტიკერმა, რომელმაც ბიუროს წარმომადგენლებს გააცნო ექსპერტიზის ჩატარების თანამედროვე პრაქტიკა, ინსტიტუტის ინფრასტრუქტურა და თანამედროვე ტენდენციები, ასევე ბიუროს ახალი შენობის დაგეგმვისა და დაპროექტების პროცესში გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილებებისა და გაზიარებული რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს ბიუროს თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ახალი შენობის ინფრასტრუქტურის დაპროექტების პროცესის ეფექტიანად წარმართვას.