Image

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 26 ვაკანსია ცხადდება.

🔹პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელ კურსზე,ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

🔹განაცხადის მიღება შესაძლებელია

2026 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე.

🔹დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე:

➡️ https://vacancy.hr.gov.ge