
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობით საერთაშორისო პროფესიული წრეები დაინტერესდნენ.
ავტორიტეტული სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა ამერიკული ეროვნული ასოციაციის (NAME) სამეცნიერო ჟურნალის, 2026 წლის მარტის საერთაშორისო გამოცემაში (International Newsletter) ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოში სასამართლო მედიცინის განვითარების პროცესსა და ბიუროს საქმიანობას მიმოიხილავს.
სტატიაში სათაურით სასამართლო მედიცინა საქართველოში „Forensic Medicine in Georgia“, წარმოდგენილია საქართველოში სასამართლო მედიცინის განვითარების ისტორიული მიმოხილვა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმოების პრაქტიკა. გამოცემა ასევე ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვან ნაწილს.
აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ქართული სასამართლო ექსპერტიზის საერთაშორისო აღიარებისა და პროფესიულ საერთაშორისო ქსელში მისი პოზიციების გაძლიერების მიმართულებით.
იხილეთ სტატია სრულად
https://name.memberclicks.net/assets/docs/NAME_International_Newsletter_March_2026_V2.pdf.