Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის ნორმატიული, ტექნიკური და ექსპერიმენტალური კვლევების სამმართველომ, ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბრნოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტის საგამოცდო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ლაბორატორიათაშორის ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა. 

ISO/IEC 17025:2017/2018-ის აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში და ევროსტანდარტების შესაბამისად, განხორციელდა  EN 772-1-ის მიხედვით კერამიკული აგურის ექვსი ნიმუშის,  ხოლო EN 12390-3-ის მიხედვით ბეტონის სამი კუბიკის კუმშვაზე სიმტკიცის გამოცდა. მიღებული პასუხებით, ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. 

საერთაშორისო ლაბორატორიათაშორის ტესტირებებში ბიუროს მონაწილეობა და მიღებული მაღალი შეფასებები ადასტურებს ექსპერტთა კომპეტენციას, კვლევების სიზუსტესა და საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების სრულ შესაბამისობას.