Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ბიუროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია ბიუროში არსებული სხვადასხვა საექსპერტო მიმართულებების, ექსპერტიზის სპეციფიკისა და თანამედროვე კვლევითი მეთოდების შესახებ. ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია ბიუროში სტაჟირებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აგრძელებს თანამშრომლობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მომავალშიც გეგმავს მსგავსი ფორმატის შეხვედრებს, რათა ხელი შეუწყოს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.