
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2025 წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.