Image

2025 წლის 30 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით, ექპერტიზის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიუროს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ, რომელმაც ისაუბრა ბიუროში განხორციელებულ რეფორმებზე, ახალ შესაძლებლობებზე, მიღწეულ პროგრესსა და მომავალ გეგმებზე, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო ექსპერტიზის სისტემის დამატებით გაძლიერებასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას.

ბიუროს თანამშრომლებს ექსპერტიზის დღე მიულოცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, რომელმაც აღნიშნა სასამართლო ექსპერტიზის მნიშვნელობა სამართლებრივი სივრცისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ღონისძიების ფარგლებში ბიუროს უფროსმა დააჯილდოვა დასავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტების წლის საუკეთესო თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ექსპერტიზის სფეროს განვითარებაში.