
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე განაგრძობს სამუშაო შეხვედრებს რეგიონებში, რომლის ფარგლებშიც მოადგილეებთან ერთად, ქუთაისის და ბათუმის რეგიონულ დეპარტამენტებს ესტუმრა.
ბიუროს უფროსი დეტალურად გაეცნო დეპარტამენტების თანამშრომლების სამუშაო პირობებს, დაათვალიერა ლაბორატორიები და მოისმინა ექსპერტების მოსაზრებები არსებული საჭიროებების თაობაზე.
შეხვედრის დასასრულს გიორგი მურვანიძემ ექსპერტებს წარუდგინა თავისი ხედვა მომავალი ორი წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტებისა და ინოვაციური ინიციატივების შესახებ. ამავე დროს, დეტალურად მოისმინა თანამშრომლების მოსაზრებები ბიუროს განვითარების თაობაზე.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფაზე. ასევე, სტრატეგიული პრიორიტეტებს შორის კვლავ წამყვანი ადგილი უკავია თანამშრომლებისთვის ღირსეული (კომფორტული) სამუშაო გარემოს შექმნას და მათი პროფესიული კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას.