Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე მოადგილეებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით კახეთის და ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის რეგიონულ განყოფილებებს ესტუმრა.

შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს განყოფილებების საქმიანობის შესახებ, ექსპერტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე  და მათი გადაჭრის გზებზე.

გიორგი მურვანიძემ დაათვალიერა ლაბორატორიები, თანამშრომლებს გააცნო  ბიუროს განვითარების გეგმა და დეტალურად ისაუბრა  დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებების  თაობაზე.

ექსპერტიზის ბიურო უკვე ორი ათეული წელია ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა რეგიონის მასშტაბით. ყოველწლიურად ვითარდება და ფართოვდება როგორც ინფრასტრუქტურა, ისე საექსპერტო სფეროები. მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი, მაღალკვალიფიციური თანამშრომლები და საერთაშორისო სტანდარტის საექსპერტო საქმიანობა ექსპერტიზის მაღალი ხარისხის გარანტია.