Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით, ბიუროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე, რომელსაც გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის მიერ სერტიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნინო ქურასბედიანი უძღვებოდა.
ოთხდღიანი ტრენინგის ფარგლებში, ბიუროს სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მონაწილეებმა განიხილეს პერსონალური მონაცემების შემცველი კონკრეტული მაგალითები და მათი გადაწყვეტის გზები. ასევე, დეტალურად გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა:

  • პერსონალური მონაცემების არსი და მისი განსაკუთრებული კატეგორიები;
  • მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და პრინციპები;
  • მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები;
  • სხვაობა პერსონალურ მონაცემებსა და საჯარო ინფორმაციას შორის.

ტრენინგის დასასრულს,  60 თანამშრომელს გადაეცა ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.