
გიორგი მურვანიძე ამ დრომდე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა.
პროფესიით სამართალმცოდნეა, მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
წლების განმავლობაში მუშაობდა სსიპ- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე