Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გეოტექნიკური პროგრამა GEO5 შეიძინა. GEO5-ით შესრულებული მოდელები და რაპორტები არგუმენტირებულ შეფასებას უზრუნველყოფენ, როგორც ახალი, ისე არსებული ნაგებობების ექსპერტიზის დროს.

პროგრამის საშუალებით ექსპერტების მიერ მზადდება დეტალური ანგარიშები, რომელიც პირდაპირ აისახება სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნებში. გარდა ამისა, GEO5 აქტიურად გამოიყენება

  • სამოქალაქო მშენებლობის ექსპერტიზაში;
  • საინჟინრო ექსპერტიზის წარმოების დროს, სადაც საჭიროა დეტალური და ნორმებთან შესაბამისი გაანგარიშებები (Eurocode, СНиП და სხვ.);
  • ქვაბულის პროექტების ექსპერტიზაში, რომლის საშუალებითაც დგინდება ჩამოჭრილი ფერდის მდგრადობის და დაგეგმილი მშენებლობის შესაძლო ზეგავლენა;
  • მუნიციპალური პროექტების შეფასებაში, გზების, მეწყრული პროცესების საპრევენციო ღონისძიებების, საყრდენი კედლებისა და სხვა ინფრასტრუქტურის კლევისას.

GEO5 სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა - ფერდობების სტაბილურობა (Slope Stability),  საყრდენი კედლების, გაბიონების, გრუნტის დაწნევის (Retaining Wall, Gabion, Earth Pressures); ქვაბულის მოწყობის (Sheeting Design, Sheeting Check), გრუნტის დეფორმაციის, მშენებლობის შესაძლო ზეგავლენის და მიწისძვრის ანალიზი(Settlement, FEM - Earthquake).

თანამედროვე სამშენებლო ექსპერტიზის პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის - დამკვეთისთვის, ინჟინრისთვის, ექსპერტისა და ზედამხედველისთვის სიზუსტე, გამჭვირვალე ანალიზი და ნორმებთან შესაბამისობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. სწორედ ამ მიზნით, მუდმივად ხდება საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის ლაბორატორიების თანამედროვე აპარატურით აღჭურვა და შესაბამისი პროგრამებით უზრუნველყოფა.