
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა, წლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა საექსპერტო სფეროების მიხედვით პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული გამოწვევები და დაძლევის პერსპექტივები დეტალურად განიხილეს. ასევე, ისაუბრეს წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.
გიორგი თვაურმა, ხაზი გაუსვა 2024 წლის ბიუროს მიღწევებს და შეხვედრის მონაწილეებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას, 2025 წელს, როგორც წინა წლებში, ეფექტიანად გააგრძელებს.