Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველომ სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის „ENFSI“-ს ტექსტილის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა. 

ექსპერტების მიერ განისაზღვრა სხვადასხვა სახეობის ქსოვილის ბოჭკოვანი შემადგენლობა; განსხვავებული ობიექტებიდან, ამოღებულ იქნა უცხო ბოჭკოების მიკრონაწილაკები; იდენტიფიცირდა სხვადასხვა ობიექტებზე არსებული უცხო ბოჭკოები მიკრონაწილაკების სახეობები და მახასიათებლები; დადგინდა სხვადასხვა ობიექტებზე არსებული ურთიერთგარდამავალი ბოჭკოების მიკრონაწილაკები;

ლაბორატორიათაშორის ტესტირებაში მონაწილეობდა მსოფლიოს სამოცდათერთმეტი წამყვანი საექსპერტო ლაბორატორია. მიღებული შედეგები სტატისტიკურად  დამუშავდა  „ENFSI“-ს   ტექსტილის ჯგუფის მიერ და წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშის მიხედვით, ბიურომ თითოეული პარამეტრის როგორც კვლევით, ასევე შედეგების შეფასების და ინტერპრეტაციის ნაწილში, უმაღლესი შედეგი მიიღო და კიდევ ერთხელ ღირსეული ადგილი დაიკავა, როგორც ამერიკულ, ასევე წამყვან ევროპულ ლაბორატორიებს შორის.

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველო საქართველოში ტექსტილის ანალიზის სფეროში ერთადერთი „ISO 17025“-ს მიხედვით აკრედიტირებული ლაბორატორიაა, რომლის საქმიანობა ემყარება მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც პირდაპირ აისახება ექსპერტიზების სიზუსტეზე და სანდოობაზე.