Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები“- სტუდენტები ესტუმრნენ.

სტუდენტებმა სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს ქიმიურ - ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიები და ექსპერტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, ექსპერტიზის წარმოების სპეციფიკის და პროცედურების შესახებ.

ბიუროს ლაბორატორიები აღჭურვილია უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა სახის საექსპერტო კვლევები საერთაშორისო სტანდარტით ხორციელდება.